Thursday, April 21, 2016

პ რ ო ე ქ ტ ი: ისტორია სქემებით


  1. პროექტის სახელწოდება: ისტორია სქემებით
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: ისტორიის ქრონოლოგიური თანამიმდევრიბით სქემებით და დიაგრამებით თემის დამუშავება.
  3. პროექტის აქტუალობა: თარიღების და მოვლენების თანამიმდევრული დინამიკის ურთიერთ შეჯერებით ანალიზების კეთება
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ისტორიის თარიღებისა და მოვლენების სქემებში კლასიფიცირება, დახარისხება , შედარება, ანალიზის უნარების გამომუშავება, მიღებული ცოდნის სქემატური მოკლე შინაარსით გადმოცემა.
  5. მონაწილეთა ასაკი:15 წ.-16 წ.-17 წ.
  6. ვადები/ ხანგრძლივობა:45 დღე +სარეზერვო 3 დღე
  7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სპეციალური ბლოგი, მზა ცხრილები დიაგრამები, თემიდან გამომდინარე სპეციფიკური ფორმის  სქემების სახით რაც ნებისმიერი თემის დროს რესურსად გამოიყენება, პროექტის დროს შექმნილი ყველა რესურსი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში ისტის გამოყენებით და ხელმისაწდომი ყველასთვის. პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს ფორმატების  სახით ინფორმაციით შევსებული და სხვადასხვა ფორმის სქემებით,რომელიც გამოიკვრება კლასის კედლებზე. პროექტის დროს მსვლელობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის დემონსტრირება როგორც ელექტრონულ სივრცეში ასევე ფოტოგამოფენით... 
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ელექტრონული რესურსები ისტი, ქაღალდის  ფორმატები, საწერი საშუალებები სხვადასხვა ფერის, წიგნი რუქა.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პიეველ ეტაპზე პროექტის იდეის გაცნობა საჭიროებების გამოკვეთა სავარაუდო პრობლემების პრევენცია კლასის ოთხ ჯგუფად დაყოფა და შესასრულებელი აქტივობების გადანაწილება დევიზით   ,, ერთი ყველასთვის ყველა ერთისთვის" 1-ჯგუფი მოვალეა პროექტის ყველა ეტაპი ასახოს ფოტოებზე , გადაიღოს ვიდეო, ატვირთოს ელექტრონულ სივრცეში, დადოს სკოლის ვებგვერდზე და ბლოგზე, პროექტს გაუკეთოს რეკლამირება. 2-ჯგუფი მოვალეა ტექნიკური მხარე მოაწესრიგოს  განსაზღვროს ფორმატების სახე სქემების მრავალფეროვნება და გრაფიკა, 3-ჯგუფი მოვალეა იმუშაოს  ტექსტზე მეორე ჯგუფთან  შეთანხმებით და მეოთხე ჯგუფთან კონსულტაციებით, 4-ჯგუფი მოვალეა თემასთან კლასგარეშე ინფირმაციის მოპოვებით გაამდიდროს პროექტის თემა და ითანამშრომლოს ყველა ჯგუფთან...                                                                            მეორე ეტაპზე  პროექტის მონაწილეები თავს მოუყრიან ყველა მოძიებულ მასალას და აქტიურ ფაზაში გადავა მუშაობა იმუშავებს ყველა ჯგუფთან.                      მესამე ეტაპი- პროექტის პრეზენტაცია. საკლასო ოთახში პროექტორის და კომპიუტერის მეშვეობით სლაიდ შოუს მოწყობა ფორმატების და ფოტოების  გამოფენა, ყველა ჯგუფმა წარმოადგინოს დასკვნითი სამუშაოები.
  10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ.XI.3.    მოსწავლეს შეუძლია  სახელმწიფოს  რაობისა და მნიშვნელობის ანალიზი.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ·           მსჯელობს სახელმწიფოს მახასიათებლების შესახებ;
    ·           ტიპოლოგიურად აჯგუფებს სხვადასხვა  ეპოქის სახელმწიფოებს, ადარებს მათ ერთმანეთს;
    ·           ადარებს სახელმწიფოს სოციალური ორგანიზაციის სხვა ფორმებს; მსჯელობს მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია   საქართვე­ლოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ·         ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და აჯგუფებს რომელიმე ეპოქაში მისი გაერთიანების ან დაშლის განმაპირობებელ საგარეო და საშინაო ფაქტორებს;
    ·         ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას და ადარებს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ;
    ·         წერს თემას მსოფლიოში განვითარებული მნიშვნელოვანესი  ისტორიული მოვლენის შესახებ, რომელმაც  ასევე  გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოს (სახელმწიფოების) შემდგომ განვითარებაზე;
    ·         თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე (მაგ., ერეკლე II-ის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დადება);
    ·         ირჩევს რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, გამოოფს იმ პერიოდის მსოფლიო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ინტერესებს. განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ადგილსა და როლს ამ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებით.
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ლევან გვიჩიანი

  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:levan.gvichiani73@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://levangvichiani.blogspot.com/

Sunday, April 3, 2016

გაზაფხული

გაზაფხული
დღეს 2016 3 აპრილი ვსწავლობთ ბლოგზე პოსტების განთავსებას